29 ნოემბერი 2024,   19:41
ვრცლად
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე სამი პირი, მათ შორის ზვიად კუპრავა დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე სამი პირი, მათ შორის ზვიად კუპრავა დააკავეს. აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, რამაც მათსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება გამოიწვია. 

აქტივისტები უწყებასთან ბოლო დროის სისხლის სამართლის დანაშაულობების გამოძიებას ითხოვდნენ და პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქციას მოძრაობა "გაბედე"  მართავდა. აქტივისტებს ხელში ეჭირათ ბანერები წარწერით - "ნეპოტიზმით სავსე პოლიცია", "შსს სისხლიანი ხელებით". 

 

დღის ამბები