29 ნოემბერი 2024,   19:45
ვრცლად
ძლიერი წვიმის შედეგად ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზა ჩამოიშალა

ძლიერი წვიმის დროს ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზის 36-ე კილომეტრი ჩამოიშალა.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა, თუმცა სოფელი ლეჩურიდან თუშეთის მიმართულებით, ასევე სოფელ ომალოდან ახმეტის მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია.

ორივე მიმრთულებით მოძრაობას კახეთის პოლიცის დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ.

თუშეთის გამგებლის თქმით, ძლიერი წვიმის დროს დაზიანებულია რამდენიმე მონაკვეთი, რის გამოც მოძრაობა შეუძლებელია.

ლადო კახოიძის ინფორმაციით, ადგილზე უკვე მუშაობს შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდა.

დღის ამბები