დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის ხელისუფლებამ თავისუფალი ვაჭრობის გაფორმების შესახებ ვერ მოილაპარაკეს, რადგან პროცესი ჩიხში შევიდა.
ამის შესახებ telegraph-ი წერს. უკვე რამდენიმე თვეა, რაც მხარეები მათთვის მისაღები შეთანხმების მიღწევას, საკუთარი პოზიციების დათმობის გარეშე მოითხოვენ.
გაერთიანებული სამეფოს ოფიციალური პირების განცხადებით, თუ ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმების გაფორმება არ მოხდება, ეს მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
მანამდე, ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ქვეყანა ევროკავშირთან ხელშეკრულებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების მიხედვით გააფორმებს.