29 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
თუ სომხეთს ომი სურს უმჯობესი იქნება ეს მხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოხდეს - ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა სომხეთს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა, სომხეთი დაცვის თხოვნით კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაიქცა და აზერბაიჯანის ქმედებების დაგმობა მოითხოვა.

მისივე თქმით, თუ სომხეთს ომი სურს, უმჯობესი იქნება ეს მხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოხდეს და გაირკვევა, ვინ ვის აჯობებს.

შეტაკებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს დაიწყო, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

აზერბაიჯანმა საბრძოლო მოქმედებებისას 12 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. სომხური მხარე კი 4 გარდაცვლილის და 36 დაშავებულის შესახებ იტყობინება.

ოფიციალური ბაქოს მტკიცებით, სომხურმა მხარემ ცოცხალი ძალის გაცილებით დიდი დანაკარგი განიცადა, რასაც მალავს.

დღის ამბები