ფოთში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ქვეითად მოსიარულეებს "ოპელის" მარკის ავტომობილი დაეჯახა.
თვითმხილველების თქმით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც დაშავებულები ქუჩაზე გადადიოდნენ. დაშავებული ქალი და მოზარდი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.
ექიმების თქმით, ქალს თავის ტრავმა აღენიშნება, მოზარდს კი მსუბუქი დაზიანებები აქვს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.