29 ნოემბერი 2024,   19:44
ვრცლად
შემოვიარეთ ის ტერიტორია და ეს მანქანა იქ არ იყო - თამარ ბაჩალიაშვილის ახლობლები თვითმკვლელობას გამორიცხავენ

გარდაცვლილი 23 წლის გოგოს, თამარ ბაჩალიაშვილის ახლობლები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ.

ერთ-ერთი ნათესავის, ნანი ბალახაძის თქმით, ტერიტორია, სადაც გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში იპოვეს, რამდენიმე დღის წინ შეამოწმეს, თუმცა მანქანა არ შეუნიშნავთ. 

"ერთადერთი რისი გამორიცხვაც შეგვიძლია, ეს არის თვითმკვლელობა. წარმატებული, დასაქმებული იყო, ორ სამსახურში მუშაობდა. არცერთი სამსახური არ ვიცი რა კომპანიაა. დედა ამბობს, რომ ცდილობდა დაემალა რა სამსახურიაო. გუშინ გამომძიებელს უთქვამს, როგორც ჩანს, რაღაც ინფორმაციას ფლობდაო, მისი კუთვნილი ლეპტოპის გახსნის შემდეგ უთქვამს ეს. პირველ დღეს შემოვიარეთ იქ ტერიტორია და ეს მანქანა იქ არ იყო. აბსოლუტურად მთელი შემოგარენი შემოვიარეთ. მერე თუ მივიდა მაგ ადგილზე, არ ვიცი,"-აცხადებს ნანი ბალახაძე.

ავტორი: მირიან გორგოძე

დღის ამბები