29 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
გურიაში საერთაშორისო სტანდარტების ციხე შენდება

ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურში პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა განახლდა. იგეგმება ნახევრად ღია დაწესებულებების მცირე ზომის, შერეული რისკის პენიტენციური დაწესებულებებით ჩანაცვლება, რომელიც 700 მსჯავრდებულზე იქნება გათვლილი. 

"ეს იქნება 700 მსჯავრდებულზე გათვლილი საერთაშორისო სტანდარტების ეფექტიანად სამართავი და მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია რეაბილიტაციაზე მორგებული პენიტენციური დაწესებულება.

ლაითურის პროექტი წარმოადგენს პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის განვითარების სტრატეგიისა და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის ნაწილს, რომელიც ევროკავშირის შესაბამის პროექტთან თანამშრომლობის შედეგად შემუშავდა და 2019 წლის 22 თებერვალს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა,"- აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი იულია ტყეშელაშვილი.

დღის ამბები