29 ნოემბერი 2024,   18:46
ვრცლად
იაპონიის მთავრობა საქართველოს მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურის შესაძენად 2 მილიონ 800 ათას დოლარს გამოუყოფს

მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურისა და აღჭურვილობის შესაძენად, იაპონიის მთავრობა საქართველოს, 2 მილიონ 800 ათას დოლარს გამოუყოფს.

ორი ქვეყნის მთავრობებს შორის შეთანხმება გაფორმდა. 

"გრანტი გადაეცემა ჯანდაცვის სამინისტროს, რომლითაც მოხდება თანამედროვე აპარატურის შეძენა. ეს ძალიან  დროული და ადეკვატური დახმარებაა. იაპონია წლების განმავლობაში ეხმარება საქართველოს,"- განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა. 

არასაპროექტო გრანტს სხვადასხვა ტიპის მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურისა და აღჭურვილობის შესაძენად გამოიყენებენ.

 

დღის ამბები