29 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ტერიტორია გადააქცია უკანონო რუსული იარაღის გადასაზიდ ტერიტორიად - შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს რუსული იარაღის კონტრაბანდაში ადანაშაულებს. 

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრობს. შალვა ნათელაშვილის განცხადებით, მას ეჭვი აქვს, რომ საქართველო უკანონო იარაღის ტრანზიტი ქვეყანაა და ამის უკან ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ხედავს.

რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანული მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ქვეყნის სტრატეგიულმა პარტნიორმა, სერბეთმა, კიდევ ერთი სტრატეგიული პარტნიორის, საქართველოს დახმარებით, სომხეთს სამხედრო ტვირთი მიაწოდა.

"მე შემიძლია პასუხისმგებლობით განვაცხადო შემდეგი - ბიძინა ივანიშვილი, როგორც ადრე იყო რუსული იარაღის ყველაზე მსხვილი კონტრაბანდისტი მსოფლიოში, იგი რჩება დღესაც ასეთად. მან საქართველოს ტერიტორია გადააქცია უკანონო იარაღის გადასაზიდ ტერიტორიად," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები