29 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
"სითი-პარკის" მიერ დაჯარიმებულ 6 ათასამდე ადამიანს დაახლოებით მილიონ ლარამდე ჯარიმა ჩამოეწერება - კახა კალაძე

თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე "სითი-პარკის" მიერ დაჯარიმებული პირებისთვის ჯარიმების ჩამოწერაზე ისაუბრა. მისი თქმით 6 ათასამდე დაჯარიმებულ ადამიანს, დაახლოებით, მილიონ ლარამდე ჯარიმა ჩამოეწერება:

"რაც შეეხება "სითი-პარკის" მიერ დაჯარიმებულ ადამიანებს. ჩვენ ამ კომპანიასთან ხელშეკრულება შევწყვიტეთ, რისი ერთ-ერთი მთავარი მოტივიც იყო, რომ არასწორად ხდებოდა ადამიანების დაჯარიმება. დაახლოებით, 6 ათასამდე დაჯარიმებულ ადამიანს, რომელიც ჯერ აღსრულებაში არ იყო მოყვანილი, მილიონამდე ჯარიმა ჩამოეწერება. ჩვენ ამნისტიის ინიციატივა პარლამენტში გადავაგზავნეთ, რომელსაც მხარდაჭერა მოჰყვა. ვფიქრობ, ამნისტია, რომელიც განხორციელდა, მნიშვნელოვანია," -განაცხადა კალაძემ.

დღის ამბები