29 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
24 ახალი შემთხვევიდან 7 იმპორტირებულია, 5 ინფიცირებულთან კონტაქტი, 10 გარდაბნის რაიონში გამოვლინდა, 2-ის წყარო კი უცნობია - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაია ქვეყანაში 24 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 7 იმპორტირებულია, 5 დაავადებულებთან კონტაქტია, 10 გარდაბნის რაიონში ჩატარებული ტესტირებით გამოვლინდა, ორის წყარო კი ამ ეტაპზე უცნობია.

მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ ამ ორის ინფიცირების წყაროს დადგენისთვის კვლევები მიმდინარეობს. 

"დაგვემატა 24 ახალი შემთხვევა და გვყავს 1073 დადასტურებული შემთხვევა, მხოლოდ 4 გამოჯანმრთელდა და გვყავს 907.  ამ მონაცემებით, ამ პერიოდისთვის კოვიდ ცენტრებში მკურნალობას აგრძელებს 188 პაციენტი.

ამ 24 პაციენტის კონფიგურაცია ასეთი გახლავთ - 5 არის შემოტანილი შემთხვევა, ანუ იმპორტირებული. ისინი არიან სატვირთო ავტომანქანების მძღოლები, 5 შემთხვევა გახლავთ დაავადებულებთან კონტაქტები, 10 შემთხვევა გახლავთ გარდაბნის რაიონის კვლევისას გამოვლენილი პირებში დადასტურებული შემთხვევა და ორის წყარო ჯერჯერობით არ არის ცნობილი, ხდება კონტაქტირებულების კვლევა წყაროს დადგენის თვალსაზრისით.

ჩვენთან გუშინ იყო 26 დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა ორი პაციენტი და შემოვიდა ჩვენთან 4 ახალი დადასტურებული და დღეს გვყავს 28 დადასტურებული შემთხვევა. ამ 4 დადასტურებული შემთხვევიდან ორი გახლავთ ჩვენი პაციენტების კონტაქტში მყოფი პირები, რომელთა დაუდასტურდათ და მოთავსებული იქნენ ჩვენთან.

ორი პაციენტის ინფიცირების წყარო გარდაბნის რაიონია. ამ 28 პაციენტიდან გვყავს ორი მძიმე პაციენტი, რომელთა მდგომარეობა მკურნალობას ექვემდებარება და შემოსვლიდან მათთან პროგრესირება არ შეიმჩნევა, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალოა და მსუბუქი სიმძიმის გახლავთ,“ - განაცხადა მარინა ეზუგბაია. 

დღის ამბები