29 ნოემბერი 2024,   19:32
ვრცლად
თუშეთში ტურისტული სეზონი გაიხსნა

თუშეთში ტურისტული სეზონი გაიხსნა. მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, თუშეთში არსებულმა სასტუმროებმა წინასწარ გაიარეს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით გათვალისწინებული რეგულაციები და ვიზიტორთა მიღება დაიწყეს.

საცხენოსნო და საფეხმავლო ტურები, სათავგადასავლო და გასტროტურები, ეს ის მცირედი ჩამონათვალია, რასაც თუშეთში ჩასულ ტურისტებს სთავაზობს ეს უნიკალური კუთხე, თავისი თვითმყოფადობით, ავთენტური და განუმეორებელი ბუნებით.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მთავრობას დაწყებული აქვს მუშაობა თუშეთში საბაგიროს მშენებლობის პროექტზე, რომლის კონტურები უკვე არსებობს და პერსპექტივაში ეს პროექტი რეალიზებული გახდება.

აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთიდან ჯავშნების გაუქმების შედეგად წელს თუშეთში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურისტების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო, რეგიონს ძირითადად ქართველი ან საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხოელი ვიზიტორები სტუმრობენ. მიმდინარე წელს, 600-მდე ვიზიტორმა უკვე მოინახულა თუშეთი, საიდანაც უცხოელი ტურისტი მხოლოდ რამდენიმე ათეულია.

დღის ამბები