29 ნოემბერი 2024,   19:53
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - გამოჯანმრთელდა 4 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1073-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ვებგვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა.

განახლებული სტატისტიკის მიხედვით, 4-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და მონაცემი ამ დროისთვის 907-ს შეადგენს.

ქვეყანაში ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში 5692 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 275. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. 

საქართველოში COVID-19-ის ინფექციას 16 პაციენტი ემსხვერპლა.

დღის ამბები