29 ნოემბერი 2024,   18:54
ვრცლად
თსუ-ს პროფესიული განათლების ცენტრის ქუთაისის განახლებულ ფილიალი რექტორმა მოინახულა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ქუთაისის განახლებულ ფილიალი რექტორმა მოინახულა.

გიორგი შარვაშიძემ სასწავლებელს პროფესიული პროგრამების განსახორციელებლად ახალი ტექნიკური აღჭურვილობა და საოფისე ინვენტარი ჩაუტანა. ამჟამად ცენტრში 5 პროფესიული პროგრამა მოქმედებს. ცოტა ხანში კი მას კიდევ 5 დაემატება. 2020 წლის ახალ სასწავლო წელს თსუ-ს პროფესიული განათლების ცენტრი 15 პროფესიულ პროგრამაზე 290 სტუდენტს მიიღებს.

დღის ამბები