29 ნოემბერი 2024,   18:52
ვრცლად
ეპიდემიოლოგები გარდაბანში მუშაობას დღესაც განაგრძობენ - უცნობი რჩება 4 ინფიცირების წყარო

გარდაბანში აღებული ბიოლოგიური ნიმუშების კვლევის შედეგები ცნობილი სულ მალე უნდა გახდეს. მუნიციპალიტეტში მუშაობას სპეციალისტები დღესაც განაგრძობენ - ხდება ფართომასშტაბიანი თერმოსკრინინგი და გაფართოებული ტესტირება. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბაზრებსა და ბაზრობებს.

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის მიუხედავად გარდაბანი ჯერჯერობით არ იკეტება. ვირუსის ბოლო 24 შემთხვევა გარდაბანში დაფიქსირდა. მიმდინარეობს ინფიცირებულებთან პირდაპირი და ირიბი კავშირების მოძიება.

უცნობი რჩება 4 ინფიცირების წყარო.

დღის ამბები