29 ნოემბერი 2024,   19:46
ვრცლად
რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ პარლამენტის წინ გინდ აქცია ჩაატარონ, გინდ ცეკვა-თამაში - კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ პარლამენტის წინ 9 აპრილის მემორიალი უცვლელად შენარჩუნდება. კალაძემ, ასევე, აღნიშნა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ყველას შეუძლია იმ ტერიტორიაზე "გინდ აქცია ჩაატაროს, გინდ ცეკვა- თამაში."

"9 აპრილის მემორიალს არავინ არ შეხებია, თვითონ სიუჟეტი და ვიდეო ლაივი, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა გაკეთებული, იქაც ჩანს ძალიან კარგად, თუმცა რენდერები, რომელიც იქნა წარმოდგენილი ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ თარგები, ის გამწვანებული სივრცეები, რომელიც ახალი პროექტით დაემატა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას. რაც შეეხება სამუშაოებს, გახსოვთ, რამდენი არასწორი განცხადებები და სპეკულაციები მოყვა ამ თემას, თითქოს ჩვენ მიზანმიმართულად დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელება, რომ ადამიანები არ შეიკრიბოს პარლამენტის წინ, თითქოს შეკრების ადგილები არ იყოს თბილისში და ადგილების ნაკლებობა გვქონდეს. ცდილობენ, რომ ყველაფერს გაედონ, გამოედონ და გამოიყენონ ეს ყველაფერი პოლიტიკისთვის. ღმერთმა ხელი მოუმართოთ, სადაც უნდათ იქ ჩაატარონ აქცია, როდის იყო, რომ პარტია "ქართულ ოცნებას," რაც ჩვენ 2012 წლის შემდეგ ვართ ხელისუფლებაში, ვინმესთვის შეგვეზღუდოს სიტყვის და თავისუფლების გამოხატვა, არც ერთი ფაქტი არ არსებობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ ვისაც სურვილი აქვს, გინდ აქცია ჩაატაროს, გინდ ცეკვა- თამაში,"-განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაზე ისაუბრა და მასთან დაკავშირებულ პრეტენზიებსაც გასცა პასუხი. მან აღნიშნა, რომ სატრანსპორტო პოლიტიკა ფეხით მოსიარულეებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის უპირატესობისკენაა მიმართული. მისივე თქმით ამისთვის, პირველ რიგში, უნდა შეიქმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რისი პროცესიც უკვე დაწყებულია. 

დღის ამბები