29 ნოემბერი 2024,   19:29
ვრცლად
ტერორისტი, რომელმაც უკრაინაში ავტობუსი გაიტაცა, დააკავეს

ტერორისტი მაქსიმ პლოხოი, რომელმაც დილით მგზავრებით სავსე ავტობუსი გაიტაცა, დააკავეს. Unian.net-ის ცნობით, ინფორმაცია შს მინისტრმა არსენ ავაკოვმაც დაადასტურა. მან „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა ადგილზე გადაღებული ვიდეო მოკლე კომენტარით - „მორჩა“. 

ბოლო ბრიფინგზე ავაკოვმა დააზუსტა, რომ სულ 13 მძევალი გაათავისუფლეს. მისი თქმით, ტერორისტი თავად გამოვიდა ავტობუსიდან, რის შემდეგაც სპეცრაზმის წევრებმა დააკავეს.

უკრაინის ქალაქ ლუცკში შეიარაღებულმა მამაკაცმა ავტობუსში მყოფი მგზავრები ტყვედ დღეს დილით აიყვანა და მძღოლს უბრძანა, ტრანსპორტის მთავარ მოედანზე წაეყვანა.

მას თან ჰქონდა იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები.

ცნობილია, რომ ტერორისტი უკრაინის ხელისუფლების მიმართ აღშფოთებას გამოხატავდა. ის უარს ამბობდა ხალხის გაშვებაზე, მოგვიანებით კი სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა.

ქალაქის ცენტრი პოლიციამ გადაკეტა. შს მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ტერორისტი 44 წლის მაქსიმ კრივოშია, რომელიც საკუთარ თავს მაქსიმ პლოხოის უწოდებს.

დღის ამბები