29 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
მართალია 29 კაცია და 1 ქალი, მაგრამ ეს ის კაცები არიან, რომელთაც ზუსტად იციან, ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში არის მნიშვნელოვანი - გია ვოლსკი

რატომ ვერ მოხვდა ერთზე მეტი ქალი "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატებში. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა გია ვოლსკიმ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ქალთა კვოტირებასთან დაკავშირებით მიღებული კანონი "ქართული ოცნების" მიერ შესრულებული იქნება:

"მე ვთქვი, რომ მართალია კაცია 29 და 1 ქალი, მაგრამ ეს ის კაცები არიან, რომელთაც ზუსტად იციან, რომ ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში არის მნიშვნელოვანი და ამ თემასთან დაკავშირებით, ეს, როგორც ერთ-ერთი კარგი დამახასიათებელი, შეიძლება ვთქვათ, ამ კანდიდატებზე. დარწმუნებული ვარ, რომ იმ კანონს, რომელიც ჩვენი ინიციატივით იქნა მიღებული, შევასრულებთ,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, პარტიაში არის შეთანხმება რომ, ჯერჯერობით, სიაში შემავალი გვარების დასახელება არ მოხდება.

პარტიის გენერალური მდივნის კახა კალაძის თქმით, ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია "ქართული ოცნებისთვის":

"ქალბატონების როლი ზოგადად პოლიტიკაში და ჩვენს ცხოვრებაში, მამაკაცები ვართ, ქალს აქვს განსაკუთრებული როლი, განსაკუთრებული ადგილი და ასევე, 2020 წლის პარლამენტში ძალიან ბევრ წარმატებულ, ნიჭიერ და წარმატებულ ქალს ვიხილავთ ჩვენი მხრიდან," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები