29 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
თბილისის ზღვაში მეორე გარდაცვლილი მოზარდის ცხედარსაც მიაგნეს

მყვინთავებმა თბილისის ზღვაში დაკარგული მეორე მოზარდიც გარდაცვლილი იპოვეს, ცხედარს წყალში რამდენიმე წუთის წინ მიაგნეს. 

კიდევ ერთი გარდაცვლილი ბიჭის ცხედარი მყვინთავებმა დაახლოებით 1 საათის წინ ამოიყვანეს. "კურიერის" ინფორმაციით, მოზარდები ერთმანეთს არ იცნობდნენ და ერთმანეთისგან დამოუკიდებელი შემთხვევებია. 

სამძებრო სამუშაოები დაახლოებით 3-4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და პოლიცია. 

ავტორი : მირიან გორგოძე

დღის ამბები