29 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
მოგზაურობა ისტორიაში მატარებლით მგზავრობისას - საქართველოს რკინიგზა ახალ პროექტს იწყებს

გეოგრაფიულ და ისტორიულ სივრცეში მოგზაურობა უკვე ერთდროულად არის შესაძლებელი. საქართველოს რკინიგზა ახალ პროექტს იწყებს.

დღეიდან, სხვადასხვა მხარის უკეთ გაცნობაში მგზავრებს სპეციალურად მიწვეული გიდები დაეხმარებიან. თბილისიდან ზუგდიდისკენ მიმავალ მატარებელს დღეს ისტორიკოსი გიორგი კალანდია დაემგზავრა.

ტური საინტერესო აღმოჩნდა თბილისი-ზუგდიდის მიმართულების მგზავრებისთვის. გიორგი კალანდიამ სამეგრელოს სტუმრებს მხარის ეთნოკულტურა გააცნო. ხუთსაათნახევრიანი გზა სავსე იყო ისტორიით.

მგზავრობის მოგზაურობად გარდაქმნას საქართველოს რკინიგზა სხვა მიმართულებებზეც გეგმავს. მოწვეული გიდები სარკინიგზო მიმოსვლის ხუთივე მოქმედ მაგისტრალურ ხაზზე, მოულოდნელად გამოჩნდებიან.

გიდების მიერ მოთხრობილ ამბებზე საინფორმაციო ვიდეო-რგოლი მომზადდება და მხარეში სტუმრობამდე რეგიონის გაცნობას მგზავრი მისთვის უცნობი ამბებით შეძლებს.

საქართველოს რკინიგზის ინიციატივა შიდა ტურიზმის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. პროექტი დღეს დაიწყო და საკურორტო სეზონის ბოლომდე გაგრძელდება.

 

ავტორი: სოფო ჭუმბურიძე

დღის ამბები