29 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
აზერბაიჯანულ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიაზე საქართველოს საგარეო უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ და ამბობენ, რომ კოლეგებთან მუდმივ კონტაქტზე არიან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აზერბაიჯანულ გამოცემაში გამოქვეყნებულ მორიგ სტატიასთან დაკავშირებით პოზიციის დამატებით დაფიქსირებას არ აპირბენ. უწყებაში ხაზს უსვამენ აზერბაიჯანი-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და აცხადებენ, რომ აზერბაიჯანულ მხარესთან ყველა მნიშვნელოვან საკითხზე არის მაღალი დონის კომუნიკაცია.

"რაც შეეხება ჩვენს კოლეგებთან ურთიერთობას, ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებთან ვართ მუდმივ კონტაქტზე მათთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე და ვმსჯელობთ ამაზე.

აზერბაიჯანულ მხარის პოზიციასთან დაკავშირებით, რელევანტურია, მიმართოთ თვითონ აზერბაიჯანულ მხარეს," - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ. 

აზერბაიჯანის სახელისუფლებო გამოცემა Haqqin-მა სარედაქციო წერილით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა.

წერილში გამოცემა წერს, რომ მათთვის სამწუხაროდ, ოფიციალურმა თბილისმა ეჭვქვეშ დააყენა Haqqin-ის კომპეტენცია და გამოცემა განზრახ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. 
 
გამოცემა გუშინ წერდა, რომ საქართველოს გავლით სერბეთიდან სომხეთში აზერბაიჯანის წინააღმდეგ განკუთვნილი ნაღმტყორცნები ჩაიტანეს.
დღის ამბები