29 ნოემბერი 2024,   18:34
ვრცლად
რუსეთი შეეცდება საქართველოს პოლარიზებული გარემო თავისი აქტივობებისთვის გამოიყენოს - კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა წინასაარჩევნო გარემოში რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელების რისკებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ნათლად ჩანს, რომ რუსეთი არაერთი ქვეყნის შიდა საქმეში ერევა და აღნიშნა, რომ საქართველო მისი ერთ-ერთი სამიზნეა. 

"ბოლო პერიოდის განმავლობაში, რასაც ვკითხულობ და ვისმენ ახალ ამბებს უფრო და უფრო მეტი ქვეყანა საუბრობს რუსეთის ჩარევაზე სხვა ქვეყნის საქმეში, როგორიც იყო, მაგალითად, ამერიკის არჩევნები, ბრექსიტთან, შოტლანდიის რეფერენდუმთან დაკავშირებული საკითხები. როგორც ხედავთ, რუსეთმა ამ მიმართულებით ჩამოაყალიბა გარკვეული სქემა და საქართველო ნამდვილად არის სამიზნე მისი ამ აქტივობების. თუმცა, ასევე, მინდა, აღვნიშნო, რომ ქართული საზოგადოება კარგად გათვითცნობიერებულია ამ რისკებისა და საფრთხეების შესახებ და მათ იციან, რას შეიძლება, ელოდნენ რუსეთისგან.

ამერიკის შეერთებული შტატები ამ მიმართულებით ახორციელებს სხვადასხვა პროგრამას, რათა მოსახლეობამ შეძლოს გაარჩიოს დეზინფორმაცია რეალური ფაქტებისგან, რადგან ასეთი ტიპის დეზინფორმაცია ყოველთვის მიმართულია საზოგადოების შეცდომაში შეყვანისკენ და დაბნეულობის შეტანისკენ. ზოგადად, გარემო საქართველოში საკმაოდ პოლარიზებულია და, რა თქმა უნდა, რუსეთი შეეცდება, რომ ეს თავისი აქტივობებისთვის გამოიყენოს,"- აცხადებს კელი დეგნანი.

დღის ამბები