29 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
ქვეყანაში, რომლის სასამართლო სისტემა ყოველთვის დამოუკიდებლად ვერ ფუნქციონირებს, მნიშვნელოვანია ომბუდსმენის ოფისის არსებობა - კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ერთმანეთს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კელი დეგნანმა სახალხო დამცველის ოფისის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

"მე მქონდა ძალიან მნიშვნელოვანი და შთამაგონებელი შეხვედრა სახალხო დამცველთან. მათი როლი მონიტორინგის კუთხით ნამდვილად მნიშვნელოვანია დემოკრატიის განვითარებისა და გაღრმავებისთვის. ის საქმიანობა, რასაც ისინი ახორციელებენ იმისთვის, რომ საზოგადოებას მიაწოდონ ზუსტი, დაბალანსებული ინფორმაცია, ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყანაში, რომელსაც აქვს სასამართლო სისტემა, რომელიც ყოველთვის დამოუკიდებლად ვერ ფუნქციონირებს, ძალიან მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის მართლაც დამოუკიდებელი ოფისის არსებობა. მინდა საქებარი სიტყვები გამოვხატოთ მათი ერთგულებისთვის და მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის", – განაცხადა კელი დეგნანმა.

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, დიპლომატი დაინტერესდა თუ რა როლი ექნება სახალხო დამცველს წინასაარჩევნო პერიოდში. 

"ელჩს თვითონ უფრო მეტად აინტერესებდა ჩვენი პოზიცია. შესაბამისად, აინტერესებდა, რა იქნება სახალხო დამცველის როლი წინასაარჩევნო პერიოდში და როგორი მოლოდინი გვაქვს ამ თვალსაზრისით. ჩვენ ვისაუბრეთ წარსულ გამოცდილებაზე, იმაზე, რომ ყველაზე პრობლემატური წინასაარჩევნო გარემოს დროს იყო ზეწოლა ამომრჩეველზე, როგორც არჩევნების დღეს, ასევე წინასაარჩევნო პერიოდში.

ვისაუბრე იმაზე, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები საუბრობენ დაშინებისა და ზეწოლის ფაქტებზე. განსაკუთრებით, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები. ასევე, ჩვენ გვაქვს იდენტიფიცირებული არაერთი ამომრჩევლის მოსყიდვის შემთხვევა, ასევე იმაზე, ამ პროცესების დროს, თუ რა ფუნქციის და როლის შესრულება შეუძლია სახალხო დამცველს ამ პროცესების დროს,"- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დღის ამბები