უკვე 6 საათზე მეტია უკრიანის პოლიცია მძეველების განთავისუფლებას უშედეგოდ ცდილობს. სამართალდამცველების ინფორმაციით, მამაკაცს, რომელმაც ქალაქ ლუცკში ავტობუსი გაიტაცა, ფსიქიკური პრობლემები აქვს. მათივე ინფორმაციით, მამაკაცი ინციდენტამდე ფსიქიატრთან იმყოფებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავემ, რომელიც მაქსიმ პლოხოის სახელით მოქმედებს, უკრაინის ხელისუფლებას მოსთხოვა, ეკლესიის იერარქებმა, მინისტრებმა და სხვა მაღლჩინოსნებმა გადაიღონ ვიდეო, სადაც ისინი იტყვიან რომ არიან "კანონიერი ტერორისტები".
პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც უკრაინის დედაქალაქ კიევში, მეტროსადგურ "მინსკაიასთან" ახლოს, ორი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა გაანეიტრალეს. აღნიშნული ფაქტი უკავშირდება თუ არა ქალაქ ლუცკში ავტობუსის გამტაცებელს ჯერჯერობით უცნობია.
მიმდინარე მოვლენებს ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელინსკიც გამოეხმაურა, ის აცხადებს, რომ პირთან, რომელმაც ქალაქ ლუცკში სამგზავრო ავტობუსი გაიტაცა და მგზავრები მძევლად აიყვანა, მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს.
ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა რომ ქალაქ ლუცკში იმ პოლიციის შენობას ესროლეს, სადაც უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი ავაკოვი იმყოფებოდა. პოლიციის შენობაში ავაკოვი შეხვედრას მართავდა, სროლის შემდეგ კი, მისმა კორტეჟმა ტერიტორია დატოვა.