29 ნოემბერი 2024,   19:40
ვრცლად
სახალხო დამცველი აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმის ჩვენებებში გარკვეული სახის უზუსტობებია

გიორგი შაქარაშვილის საქმეს სახალხო დამცველი მონიტორინგს უწევს. მან საქმის მასალებზე წვდომა პროკურატურას ცოტა ხნის წინ სთხოვა.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ შაქარაშვილის საქმის ჩვენებებში არსებობს უზუსტობები.

"ყველანაირად ყველა გარემოებას ვსწავლობთ. გვინდა, რომ სრულყოფილი ინფორმაცია და პოზიციები გვქონდეს. გარკვეული არათანხვედრა ჩვენებებშიც ჩანს და გვაქვს კითხვები, თუმცა განვაგრძობთ სწავლას, რომ ამ ყველაფერთან დაკავშირებით გავაკეთოთ შეფასება,"- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი ზუსტად ერთი თვის წინ, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა, რამდენიმე დღეში ის მდინარეში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე ამ დროისთვის 17 პირია დაკავებული.

ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს.

ყველა დაკავებულს ბრალი გადაუკვალიფიცირდა და გამოძიება ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ავტორი: სალომე უერთაშვილი

 

დღის ამბები