29 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
რა წესების დაცვა მოუწევთ სპორტულ ღონისძიებებზე მისულ გულშემატკივრებს - COVID-19 პირობებში დასაცავი სპორტული ღონისძიებების პროტოკოლი 

რა წესების დაცვა მოუწევთ სპორტულ ღონისძიებებზე მისულ გულშემატკივრებს - COVID-19-ის პირობებში დასაცავი სპორტული ღონისძიებების პროტოკოლი მზადდება.

სიახლის შესახებ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება, ნათია თურნავას თქმით, აუცილებელია მოსახლეობამ პასუხისმგებლობა გამოიჩინოს.

"სპორტულ ღონისძიებებთან დაკავშირებით ვამზადებთ პროტოკოლს და გამოყენებული იქნება ძალიან მალე ლიბერალური მიდგომები. მთლიანობაში კი, დღეიდან ღია ცის ქვეშ სადღესასწაულო ღონისძიებები დაშვებულია,"- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით კი, ღია ტიპის სტადიონებზე გულშემატკივარი ვირუსის პრევენციისთვის განკუთვნილი პროტოკოლის დაცვით დაიშვება.

"მომდევნო დღეების განმავლობაში უკვე პროტოკოლში იქნება შეტანილი გულშემატკივრების დაშვება, თუმცა ეს ქაოტურად არ მოხდება. იქნება ყველა სტანდარტის დაცვა სტადიონებზე, სადაც ტევადობა განსაზღვრულია," - აღნიშნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა. 

დღის ამბები