29 ნოემბერი 2024,   19:49
ვრცლად
750 მილიარდი ევრო COVID პანდემიით დაზარალებული მსოფლიო ეკონომიკისთვის - ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილება

ხუთდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა ეკონომიკის სტიმულირების პაკეტის მიღება შეძლეს. მისი მოცულობა 750 მილიარდი ევროა.

ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი ახლა ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. 

"დღეს ჩვენ ისტორიული ნაბიჯი გადავდგით, რითაც შეგვიძლია ყველამ ვიამაყოთ, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები კიდევ გადასადგმელია. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ევროპარლამენტის მხარდაჭერის მოპოვებაა. მადლობას ვუხდი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს, რომლის როლიც შეთანხმების მიღწევის მიზნით გამართულ მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი იყო,"- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა

დღის ამბები