ბათუმში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებული შუახნის მამაკაცია, ის ბულგარეთიდან ბათუმის პორტში ბორნით გუშინ შევიდა.
ინფიცირებული სატვირთოს მძღოლია, მას პროტოკოლით გათვალისწინებული ტესტი ჩაუტარეს, რის შედეგადაც ინფექცია დაუდასტურდა.
მედიკოსების ინფორმაციით, მას ვირუსის მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება. ამ ეტაპზე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 9 ინფიცირებულია მოთავსებული.