29 ნოემბერი 2024,   18:44
ვრცლად
გაეროს გენერალური მდივანი სომხეთსა და აზერბაიჯანს მაქსიმალურად თავშეკავებისკენ მოუწოდებს

გაეროს გენერალური მდივანი სომხეთსა და აზერბაიჯანს მაქსიმალურად თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

ანტონიო გუტიერეში რეგიონში არსებულ დაძაბულ ვითარებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.

პარალელურად, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ტოვუზის რეგიონში დაპირისპირების შედეგად მიღებული ზარალის შეფასების ბრძანება გასცა. ილჰამ ალიევი აღდგენითი სამუშაოების ჩატარებას გეგმავს.

ორ ქვეყნის საზღვარზე ესკალაცია 12 ივლისს დაიწყო. რამდენიმე დღიან დაპირისპირებას ათზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

დღის ამბები