აია სოფიას ქრისტიანული ფრესკები ფარდებით დაიფარება - ტაძარს უკვე მუსლიმი ღვთისმსახურებისთვის ამზადებენ.
აია სოფია, რომელიც ისტორიის მანძილზე აღმოსავლეთ ევროპაში ორი რელიგიის ცენტრს წარმოადგენდა, პარასკევიდან მეჩეთის სტატუსს ოფიციალურად შეიძენს.
აია სოფიაში მოულოდნელად მივიდა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ტაძრის მეჩეთად გადაკეთების სამუშაოებს გაეცნო.
თითქმის 2 კვირის წინ თურქეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ 1934 წლის გადაწყვეტილება გააუქმა, რომლის ძალითაც აია-სოფიას ტაძარს მუზეუმის სტატუსი ენიჭებოდა.
აია სოფია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შედის.