29 ნოემბერი 2024,   19:55
ვრცლად
რამზან კადიროვი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შავ სიაში შეიყვანა

რამზან კადიროვი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შავ სიაში შეიყვანა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გაავრცელა.

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერს ვაშინგტონი ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევაში ადანაშაულებს. რამზან კადიროვს ჩეჩენი ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის შეზღუდვასა და პანდემიის პერიოდში ადამიანის უფლებების შემლახავი აკრძალვების დაწესებაში ადანაშაულებენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მაიკ პომპეოს გადწყვეტილება გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ მოსკოვის პასუხი სარკისებური იქნება.

დღის ამბები