29 ნოემბერი 2024,   19:52
ვრცლად
"ან მიტყუებით არის მიყვანილი, ან რა უნდოდა არ ვიცი" - თეთრიწყაროში დაკარგულ 23 წლის თამუნა ბაჩალეიშვილის დედა

თეთრიწყაროში დაკარგულ 23 წლის თამუნა ბაჩალეიშვილს ამ დრომდე ეძებენ. მისი კვალი სოფელ გოლთეთში იკარგება. გოგონას ტელეფონი უკვე მესამე დღეა გათიშულია. ცოტა ხნის წინ კი გამომძიებლებმა დაკარგულის პერსონალური კომპიუტერი შეისწავლეს, ამ მიზნით ოჯახის წევრები, ქვემო ფონიჭალაში, პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდნენ.

გაუჩინარებული ახალგაზრდას დედა ყვება, რომ მისი შვილის კვალი სოფელ ხაიშში იკარგება, სადაც მისი ავტომობილი ქუჩის კამერებმა დააფიქსირეს, თუმცა ადგილობრივები აცხადებენ, რომ გოგონა ბოლოს სოფელ გოლთეთში ნახეს.

"ერთად უნდა წავსულიყავით დასასვენებლად... ძალიან პოზიტიურად იყო. ბოლო კვალი ხაიშში დააფიქსირა კამერამ, რომ იქ შევიდა ბოლოს და გამოსული აღარ დაფიქსირებულა. იქ არანაირი შეხება არ ჰქონდა და მე ეს მაგიჟებს, რომ ის არ ვიცი, ან მიტყუებით არის მიყვანილი, ან რა უნდოდა არ ვიცი. ვიღაცას ეძებდაო იქ. ვიღაცეებმა თქვეს გოგოც ეჯდა მანქანაშიო, მერე პოლიციამ თქვა ეგ ჭორიაო,“ - ამბობს თამუნა ბაჩალეიშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი.

 

დღის ამბები