29 ნოემბერი 2024,   19:56
ვრცლად
გარდაბნის მუნიციპალიტეტი COVID ინფიცირების გაზრდილი შემთხვევების გამო შესაძლოა ჩაიკეტოს

გარდაბანი შესაძლოა ჩაიკეტოს, მიზეზი კოვიდით ინფიცირების გაზრდილი შემთხვევებია. გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო რამდენიმე სოფელში ხვალიდან გაფართოებული ტესტირება დაიწყება. მასშტაბური კვლევის ფარგლებში, რამდენიმე ათასი ადამიანი დაიტესტება.

მარტო ერთ სოფელში 223 პირი მოიძებნა, ვისაც ინფიცირებულ პირთან კონტაქტი ჰქონდა. სოფელ ყარაჯალაში, სადაც ცნობილია, რომ COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევები ადრეც იყო, 100 პირიდან კორონავირუსი 4 მათგანს დაუდასტურდა.

მოხდება თუ არა ამ 3 სოფლის ჩაკეტვა - გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებენ.

"გარდაბნის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში დაფიქსირებულია საერთო ჯამში 20 შემთხვევა. ეს სოფლები და მოსახლეობა სრულად კონტროლდება. ყველა წყარო და კონტაქტი მოძიებულია, ყველა კონტაქტზე გასულები ვართ და დღესაც უტარდებათ და ჩაუტარდა ყველას PCR ტესტები.

სხვათა შორის, დღეს 102 PCR ტესტის პასუხს ველოდებით. მიმდინარეობს ასევე მთლიანად სოფლებში თერმოსკრინინგი. დამუშავებულია დეზინფექციის ხსნარებით ისე, რომ სრული კონტროლის ქვეშ არის და სრულიად ვაკონტროლებთ ასევე ჯანდაცვის სამსახურები და ეპიდემიოლოგები," - აცხადებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი.

დღის ამბები