29 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
გიორგი ქისტაურის და ადასტურებს, რომ ახმეტაში, ზვიად ზვიადაურთან მომხდარ კონფლიქტში მისი ძმა მონაწილეობდა

კონფლიქტი ახმეტაში - დაჭრილია ზურაბ ზვიადაური და მისი თანმხლები მეგობარი. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. პოლიციამ სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა უკვე იცის, თუმცა ამ დრომდე არავინ დაუკავებია.

ზვიადაურის მამის ვერსიით, მომხდარი შესაძლოა გიორგი ქისტაურთან წარსულში არსებულ უთანხმოებას უკავშირდებოდეს, როცა ქისტაურმა ზვიადაურების საცხოვრებელ სახლს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა.

გიორგი ქისტაურის და ადასტურებს, რომ კონფლიქტში მისი ძმა მონაწილეობდა, თუმცა ძალადობაში, თავად ზურაბ ზვიადაურს ადანაშაულებს.

"როგორც ხალხიდან ვიცი, ავტომობილიდან უსიგნალებს, იწვევს. მასეთ შეურაცხყოფებს სხვებსაც აყენებდნენ, მაგრამ არ არის ის ტიპი ჩემი ძმა, რომ გაუტაროს და მოუთმინოს. გუშინაც უსიგნალა მანქანიდან. ეტყობა ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა ზვიადაური, ჩემი ძმა არა. ასე გამოიწვია, მით უმეტეს, რომ უთქვამს, არ გვინდაო, შენ შენს გზაზე წადიო, ჩვენ ჩვენსაზეო. ეს ეტყობა გეგმიური იყო და მანამდე თავჩახრილი იდგაო, მერე წამოვიდა ერთი მანქანა ზევიდან, მეორე ქვევიდან და ასეთი რაღაცეები," - აცხადებს გიორგი ქისტაურის და, ხათუნა ქისტაური.

ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურისა და მასთან ერთად მყოფი პირის დაჭრის ფაქტზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. პოლიციამ სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა უკვე იცის. შემთხვევა წუხელ მოხდა, დაშავებულები ახმეტის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები გვიანობამდე მუშაობდნენ.

დღის ამბები