რუსეთი გაყინული კონფლიქტების საქართველოს წინააღმდეგ გამოყენებას აგრძელებს - ამ შინაარსისის სტატიას გამოცემა Foreign Policy აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებს საქართველოს დამოუკიდებლობისა და სტაბილურობის რყევისთვის იყენებს, იმისათვის, რომ მოსკოვმა ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს პრობლემა შეუქმნას.
როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, რუსეთს, ასევე, არ შეუსრულებია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები.
სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშში ხაზს უსვამს რეგიონებში მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის არსებობასაც.