29 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
ინფექციურ საავადმყოფოში შეყვანილი 1 შემთხვევა მძიმეა

კორონავირუსი საქართველოში დაბალი ტემპით, თუმცა, მაინც ვრცელდება. გასული 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში 11 ახალი ფაქტი გამოვლინდა, საერთო ჯამში კი, ინფიცირებულთა რაოდენობა 1039-მდე გაიზარდა. დღეს ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, 26 თებერვლიდან დღემდე კი კორონავირუსი სულ 900-მა ადამიანმა დაძლია.  

უხილავ მტერთან ბრძოლაში დამარცხდა 15 მოქალაქე, ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმშია 5687 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 232 პირი იმყოფება.

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ კოვიდცენტრებში, დღევანდელი მონაცემებით, 162 პაციენტი მკურნალობს.

"ჩვენთან გამოჯანმრთელდა ერთი, შემოყვანილია 5 დადასტურებული შემთხვევა და გვყავს 23 დადასტურებული შემთხვევა. ამ 5 დადასტურებული შემთხვევიდან 1 გახლავთ შემოტანილი, ეს არის საკარანტინო სივრციდან რუსეთიდან მოქალაქე, რომელსაც კარანტინში დაუდასტურდა დიაგნოზი და გადმოიყვანეს ჩვენთან. დანარჩენი 4 შემთხვევა გახლავთ დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტები. 1 პაციენტი მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენების საშუალო და მსუბუქი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

დღე დადასტურებული შემთხვევიდან ერთი არის ბათუმში, მისი მონაცემები 3 ჯერ გადამოწმდა და მესამედმა ტესტმა კორონავირუსი დაუდასტურა. 

ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დღის ამბები