29 ნოემბერი 2024,   19:55
ვრცლად
ქუთაისში მოკლული ქალის საქმეზე 2 ადამიანი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს

ქუთაისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ 2 ადამიანი დააკავეს - გამოძიება მათ დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკავებულების ვინაობას არ აკონკრეტებენ.

"კურიერის" ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი მეზობელია, ხოლო მეორე - ბრალდებულის მეუღლის მეგობარი. 

რამდენიმე მეზობელი იხსენებს, რომ დანაშაულის ჩადენის დღეს, მათ სიახლოვეს იმყოფებოდა სწორედ ბრალდებული და საქმის დეტალებით ინტერესდებოდა.

გარდაცვლილის მეგობრები არ გამორიცხავენ, რომ საქმეზე დაკავებულების რიცხვი გაიზარდოს. 

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 18 ივლისს, ქუთაისში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 45 წლის ქალმა ურთიერთშელაპარაკების დროს მასპინძელს ცივი იარაღით, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ქალი ადგილზევე გარდაიცვალა. თუმცა, მანამდე ის დახმარებას და შველას რამდენიმე წუთის განმავლობაში ითხოვდა. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა. პოლიციის ცნობით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს. 

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები