29 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
არ მინახავს პოლიტიკური პარტია, რომელმაც ასეთ სიმაღლეზე აწია ჯანდაცვის პრიორიტეტი და ამდენი რამის გაკეთება შეძლო - დავით სერგეენკო

"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი დავით სერგეენკო იქნება, რომლის თქმითაც, მისთვის მნიშვნელოვანია "ქართული ოცნების" გვერდში დგომა.

"მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში გუნდურობის პრინციპით არის წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიები, მე ჩემი კონკრეტული ამოცანა მაქვს. აქ, ექიმის ლოგიკაა უბრალოდ, რომ მე, არასოდეს საქართველოს ბოლო ისტორიაში, არ მინახავს პოლიტიკური პარტია, რომელმაც ასეთ სიმაღლეზე აწია ჯანდაცვის პრიორიტეტი და ამდენი რამის გაკეთება შეძლო.

ამიტომ ვალდებულად ვთვლი თავს, რომ ასეთ გუნდს, ისევ მხარში ამოვუდგე და ფოკუსირება და კონცენტრირება გავაკეთო სწორედ ამ მიმართულებებზე,"- განაცხადა დავით სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ დღეს "ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარების სია წარადგინა.

დღის ამბები