29 ნოემბერი 2024,   18:44
ვრცლად
საქართველო მზად არის არსებითად პროპორციული სისტემით ჩაატაროს, სამართლიანი და გამჭვირვალე, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები-არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ცერემონიაზე აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის, არსებითად პროპორციული სისტემით ჩაატაროს, სამართლიანი და გამჭვირვალე, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები.

"რთულ გამოწვევებთან ბრძოლის, ფუნდამენტური რეფორმების გატარების და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯების ფონზე, საქართველო მზად არის არსებითად პროპორციული სისტემით ჩაატაროს, სამართლიანი და გამჭვირვალე, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები.

ამ წლების განმავლობაში, თითოეულ ჩვენს თანამოქალაქესთან და ემიგრაციაში მყოფ თანამემამულესთან ერთად ვიმუშავეთ, რომ დაცული ყოფილიყო ჩვენი ქვეყნის მშვიდობა და უსაფრთხოება, შეუქცევადი გაგვეხადა დემოკრატიული განვითარება, გვეზრუნა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, დაცული ყოფილიყო ადამიანის უფლებები და გაგვეზარდა ეკონომიკა”,- განაცხადა თალაკვაძემ. 

დღის ამბები