29 ნოემბერი 2024,   18:47
ვრცლად
კრიზისმა ყველას დაანახა ქვეყნის მართვის სადავეები სანდო ხელშია და "ქართული ოცნების" ხელისუფლება სიმშვიდის და სტაბილურობის გარანტია - ბიძინა ივანიშვილი

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა კოჯორში, მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ კრიზისმა ყველას დაანახა, ქვეყნის მართვის სადავეები სანდო ხელშია და "ქართული ოცნების" ხელისუფლება სიმშვიდის და სტაბილურობის გარანტია. 

ივანიშვილმა "ქართული ოცნების" გუნდს, ეპიდემიოლოგებს, ექიმებსა და საზოგადოებას მადლობა გადაუხადა.

"მიხარია, რომ ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს ასე მალე დავუბრუნდით. მინდა, დავიწყო მადლობით. მადლობა ეპიდემიოლოგებსა და ექიმებს. მადლობა "ქართული ოცნების" გუნდს, რომელმაც თავდაუზოგავად იმუშავა და ქვეყანა დიდ განსაცდელს აარიდა. განსაკუთრებული მადლობა ჩემს ხალხს, რომელმაც მაღალი საზოგადოებრივი კულტურა აჩვენა, ენდო ხელისუფლებას და მის გარშემო გაერთიანდა.

წვლილი შევიტანეთ იმაში, რომ საქართველო ვირუსისგან თავისუფალ, მწვანე ზონად მოიხსენიება. კრიზისმა დაანახა ყველას, რომ ქვეყნის მართვის სადავეები სანდო ხელშია და რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება არის ქვეყანაში სიმშვიდის და სტაბილურობის გარანტი, რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკის გამტარებელი",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

დღის ამბები