29 ნოემბერი 2024,   18:54
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - გამოჯანმრთელდა 1 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 11-ით გაიზარდა და 1,039-ს შეადგენს. ინფორმაცია ვებგვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა

მონაცემების მიხედვით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1-ით გაიზარდა და 900-ია.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმში 5687 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 232.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.

დღის ამბები