29 ნოემბერი 2024,   18:45
ვრცლად
30 წლამდე ქალი ქუთაისში სასტიკად მოკლეს - რა გახდა მკვლელობის მოტივი

ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ბინაში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს.

ახალგაზრდა ქალის განწირული ყვრილი მეზობლებმა გუშინ გვაინ ღამით გაიგეს, დახამრებას 30 წლის ელსიო ჩეჩელაშილი ითხოვდა. 

მისი გადარჩენა ვერავინ შეძლო. საშველად ასულ მეზობლებს ახალგაზრდა ქალი სახლში უკვე მოკლული დახვდათ. გამსახურდიას ქუჩაზე, სადაც დანაშაული მოხდა ყვებიან, რომ ტრაგიკული შედეგი მეზობლების დაგვიანებულმა რეაქციამ და უყურადღებობამ გამოიწვია.

ვინ და რატომ გაიმეტა ახალგაზრდა ქალი სასიკვდილოდ - ამაზე ადგილობრივები და მოკლულის მეგობრები არ საუბრობენ.

"კურიერის" ინფორმაციით, გამოძიება დანაშაულის ჩადენის მიზეზად რამდენიმე ვერსიას განიხილავს, ერთ-ერთი პირადი მოტივია.

განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა - ასე შეაფასეს გარდაცვლილის მეგობრებმა მომხდარი ტრაგედია. მათივე თქმით, 30 წლის ქალს სხეულზე ცივი იარაღით არაერთი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

მოკლული ელისო ჩეჩელაშვილი, ბინაში ქირით მეგობარ გოგონასთან ერთად ცხოვრობდა. გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის დროს მეგობარი სახლში არ იმყოფებოდა.

მეზობლებმა მხოლოდ ის იციან, რომ მათ ბინა ორი თვის წინ იქირავეს. ბინის მეპატრონეს კი კამერებთან გამოჩენაც არ სურს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დღის ამბები