29 ნოემბერი 2024,   18:46
ვრცლად
არასამთავრობო ორგანიზაციის "პარკი არ მინდა" წევრებმა და მოხალისეებმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს

არასამთავრობო ორგანიზაციის "პარკი არ მინდა" წევრებმა და მოხალისეებმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

ორგანიზაციის დამფუძნებლის თქმით, პროექტის მთავარი მიზანი, გარემოს დაცვა და ნარჩენების სწორად და მიზნობრივად გამოყენებაა.

მარიამ ფესვიანიძე დასუფთავების აქციების სამომავლოდ გამართვასაც გეგმავს.

"ჩვენ არამარტო ნაგავს ვაგროვებთ, არამედ ვაგროვებთ ნარჩენს. ეს არის მნიშვნელოვანი განსხვავება, იმიტომ, რომ ნაგავი არის ის, რაც არ გჭირდებათ და ნარჩენი არის, რითიც შეგვიძლია ახალი ნივთები გავაკეთოთ," - განაცხადა ორგანიზაცია "პარკი არ მინდა"-ს დამფუძნებელმა მარიამ ფესვანიძემ.

დღის ამბები