29 ნოემბერი 2024,   18:52
ვრცლად
ყოფილი პოლიციელის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 28 წლის მამაკაცი დააკავეს

წუხელ გვიან ღამით, თბილისში ყოფილი პოლიციელი სასიკვდილოდ დაჭრეს. ცხელ კვალზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით 28 წლის მამაკაცი დააკავეს. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული თ.ი. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 19 ივლისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1988 დაბადებულ კ.თ.-ს ცივი იარაღით ზურგის არეში ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს,"- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, დაპირისპირების დეტალები ამ დრომდე უცნობია. 

დღის ამბები