იერუსალიმში, ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან გამართული ანტისამთავრობო დემონსტრაცია სამართალდამცველებმა წყლის ჭავლით დაშალეს. დემონსტრანტების განცხადებით, ქვეყანაში კორუფციაა.
პანდემიის დროს კი ხელისუფლებას არასათანადო რეაგირება ჰქონდა საფრთხეზე, გაიზარდა უმუშევრობის დონე, დაიღუპა ხალხი, ამ ორი მიზეზის გამო კი ახლა ისინი მთავრობის მეთაურის გადადგომას მოითხოვენ.