29 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
ჩვენ გავისტუმრებთ ივანიშვილის სატელიტურ პუტინისტურ რეჟიმს - შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი საქართველოსა და რუსეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ საუბრობს.

შალვა ნათელაშვილმა დღეს განცხადება პარტიის ოფისში გააკეთა. მისი თქმით, ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ, მიღებული იქნება კანონი, რომლითაც კრემლის ოლიგარქიას საქართველოში ბიზნესის კეთება აეკრძალება.

მისივე განცხადებით, თუ მოსკოვს საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობა სურს, უნდა გააუქმოს სავიზო რეჟიმი და ხალხისთვის ეკონომიკური სივრცე გახსნას.

"არჩეული იქნება ახალი პარლამენტი და ჩვენ გავისტუმრებთ ივანიშვილის სატელიტურ პუტინისტურ რეჟიმს. მივიღებთ კანონს, რომლის მიხედვითაც კრემლის ოლიგარქებს საქართველოში ბიზნესის კეთება აეკრძალებათ,"- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები