29 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
თელავის მერიას სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით შესაბამისი ფინანსური რესურსი გამოეყოფა

კახეთის რეგიონში, 15 ივლისს მომხდარი სტიქიის შედეგები დადგენილია. სტიქიის შედეგად თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები დაზარალდა. ყვარლის მუნიციპალიტეტში ზიანი მიადგა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, ხოლო თელავის მუნიციპალიტეტში ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების პარალელურად, საცხოვრებელი სახლების ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ჯამში, სტიქიამ თელავის მუნიციპალიტეტის 10 სოფელი და ქალაქი თელავი დააზარალა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღწერას აწარმოებენ. კომიისის მიერ მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 200-ზე მეტი დაზიანებული საცხოვრებელი სახლი აღიწერა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიას სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, შესაბამისი ფინანსური რესურსი გამოეყოფა და საცხოვრებელი სახლების სახურავები სრულად და ნაწილობრივ გამოიცვლება.

აღნიშნულთან დაკავშირებით კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი, რწმუნებულის მოადგილეები და თელავის მუნიციპალიტეტის მერი, შოთა ნარეკლიშვილი ესწრებოდნენ.

დღის ამბები