29 ნოემბერი 2024,   18:55
ვრცლად
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე დღეს ახალი გზა გაიხსნა - ჯაპანა-ლანჩხუთის 14 კილომეტრიან მონაკვეთზე მოძრაობა უკვე დასაშვებია

ის პრობლემები, რომელიც ავტომაგისტრალების მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს მალე შემცირდება. ინტენსიური მოძრაობით შექმნილ დისკომფორტს, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტო მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის დამაკავშირებელი გზის კიდევ ერთი, ახალი მონაკვეთი მოხსნის.

14 კილომეტრი სიგრძის ახალი გზა, 20 პროცენტით ამცირებს გადაადგილების დროს და გვერდს უვლის მჭიდროდ დასახლებულ შვიდ პუნქტს.

უსაფრთხო მგზავრობისა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლის უზრუნველყოფის მიზნით ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის პროცესი არ დასრულებულა. ზაფხულის ბოლომდე იგეგმება ხაშურის შემოვლითი გზის გახსნაც.

ინფრასტრუქტურულ პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს, რომელმაც საგზაო მშენებლობისთვის 254 მილიონი ლარი გამოყო. ჩქაროსნულ მაგისტრალზე გზების მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს. წლის ბოლომდე სულ 70 კილომეტრის მონაკვეთი გაიხსნება.

დღის ამბები