29 ნოემბერი 2024,   18:55
ვრცლად
ხმაურიანი საქმის განხილვა წინასაარჩევნოდ - ოპოზიცია ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესის განახლებას პოლიტიკური მოტივით ხსნის

ირაკლი ოქრუაშვილი მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს პოლიტიკური შინაარსის მქონედ მიიჩნევს. ერთ-ერთი ასეთი "ქეისი", ყოფილი მაღალჩინოსნის შეფასებით, ბუტა რობაქიძის საქმეა, რომელზეც სხდომა 22 ივლისს ჩაინიშნა და რაც, ირაკლი ოქრუაშვილის შეფასებით, ივანიშვილის მხრიდან მისი დაშინების მცდელობაა. სასამართლო პროცესის განახლებას ის პოლიტიკური მოტივით ხსნის და აცხადებს, რომ ეს ქვეყანას გამოუსწორებელ რეპუტაციულ ზიანს მოუტანს.

საქმეში ბრალდებულის მსგავსად 8 მარტის შეთანხმების დარღვევაზე კიდევ ერთხელ საუბრობს ოპოზიცია, რომელმაც დღეს ერთობლივი განცხადებაც გაავრცელა. პარტიებში აცხადებენ, რომ დოკუმენტი, რაზეც მხარეები დიპლომატების თანდასწრებით შეჯერდნენ, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების გარდა, მსგავსი საქმეების შეჩერებასაც ითვალისწინებდა.

პოლიტიკური ძალის დემონსტრირების ბრალდების საპასუხოდ მმართველი გუნდი ოპონენტებს საქმის სიმძიმეს ახსენებს. ბუტა რობაქიძის სიკვდილი, 2004 წელს მაშინდელმა ძალოვანმა უწყებამ შეიარაღებული დაჯგუფების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციით ახსნა. წლების შემდეგ, საქმეზე ხელახალი გამოძიება დაიწყო და უკვე 2012 წელს პროკურატურამ ის გახსნილად გამოაცხადა. ამ შედეგების მიხედვით, დადგინდა, რომ ბუტა რობაქიძე სამართალდამცველის მიერ შემთხვევით გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა. ირაკლი ოქრუაშვილს კი რომელიც მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა, ბრალი პოლიციის იმიჯის გადარჩენისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე წარედგინა. მსგავსი საქმეების პოლიტიკურ კონტექსტში განხილვა დღეს უმრავლესობისთვის ხელმოცარული პოლიტიკოსების ხელწერა და სამომავლოდ, თავის დაზღვევის მცდელობაა.

მოახლოებულ არჩევნებს და წინასაარჩევნო გარემოს უკავშირებს ოპონენტების განცხადებებს მთავრობის მეთაურიც.

ბუტა რობაქიძის საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში 22 ივლისს განახლდება.

დღის ამბები