29 ნოემბერი 2024,   18:45
ვრცლად
როგორ აღმოჩნდა თენგიზ ცერცვაძის კაბინეტში 1200 ბუ - ქვეყნის მთავრი ინფექციონისტის უცნაური ახირება

ქვეყნის მთავრი ინფექციონისტი ბუების კოლექციას აგროვებს. როგორც თავად თენგიზ ცერცვაძე ამბობს, ეს მისი დიდი ხნის ახირებაა. 

"ბევრი უცნაურობა და ახირება მახასიათებს. ერთ-ერთი არის ის, რომ არასოდეს, ჩემი 40 წლიანი კარიერის განმავლობაში არც ერთხელ არ ამიღია ჰონორარი არანაირი სახით, ერთადერთი საჩუქარი რასაც ვიღებ ეს არის ბუ. ამიტომ, მათი კოლექცია ჩემს კაბინეტში განუწყვეტლივ ივსება და უკვე მათმა რიცხვმა 1200-ს გადააჭარბა. სამჯერ პაციენტმა ცოცხალი ბუც კი მომიყვანა ,"- ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორმა მის საყვარელ ლიტერატურულ გმირზეც ისაუბრა და გურამ როგავას გაუმხილა, რომ თავს დონ კიხოტის პერსონაჟს ადარებს.

"მინდა გითხრათ, რომ დონ კიხოტი ჩემი ყველაზე საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟია და ეს წიგნი ყველაზე მეტჯერ მაქვს წაკითხული. ალბათ იმიტომ, რომ არის რაღაც საერთო ჩემსა და დონ კიხოტს შორის, - შეუგუებლობა უსამართლობასთან, მეოცნებეობა და უტოპიური ნაბიჯები. ნინო ანანიაშვილმა ბალეტში დონ კიხოტის როლიც კი შემომთავაზა," - აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე. 

დღის ამბები